- Worldometers-ის მონაცემებით, მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 44 მილიონს გადააჭარბა.
ამავე ინფორმაციით, კორონავირუსი ამ დრომდე 44 354 131 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან 32 503 686 პაციენტი გამოჯანმრთელდა, 1 173 783 კი გარდაიცვალა.
დაინფიცირებულთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს, მეორე ადგილზეა ინდოეთი, მესამეზე კი ბრაზილია.