ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა


  • ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის  106 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და კოვიდინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 4058-მდე გაიზარდა.

მედიის ინფორმაციით, გუდაუთის საავადმყოფოში 118 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან 26-ის მდგომარეობა მძიმეა, საშუალო სიმძიმისაა 40 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.

გამოჯანმრთელდა 597 პაციენტი. შესაბამისად, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 2071 გახდა. გარდაცვლილთა რაოდენობა არ შეცვლილა და კვლავაც 36-ს შეადგენს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twenty − fifteen =

Akismet ანტისპამი