მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა

  • მსოფლიოში კორონავირუსით დაინფიცირებულთა საერთო რაოდენობამ 25 მილიონს გადააჭარბა. Worldometers-ის მონაცემებით, ვირუსი ამ დრომდე 25 170 000-ზე მეტ ადამიანს აღმოაჩნდა, ხოლო მათგან 846 000-ზე მეტი პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე მონაცემების თანახმად, მსოფლიოში ვირუსისგან განკურნებულთა რიცხვი 17.5 მილიონს აღემატება. ამჟამად აქტიური შემთხვევების რიცხვი 6.8 მილიონია.

დაავადებულთა და გარდაცვლილთა რაოდენობით მსოფლიოში კვლავ აშშ ლიდერობს. აქ ვირუსის 6.1 მილიონზე მეტი შემთხვევა გამოვლინდა და 186 000-ზე მეტი პირი გარდაიცვალა. მეორე ადგილზეა ბრაზილია 3.8 მილიონი ინფიცირებულით, ხოლო მესამეზე – ინდოეთი, სადაც „კოვიდ-19“ უკვე 3.5 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა.

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.