მოწერელია საგუშაგო პუნქტში იმყოფებოდა


  • სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებული ალექსანდრე მოწერელია, მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად, ზუგდიდის შესასვლელთან, სოფელ ცაცხვში მოწყობილ საკონტროლო პუნქტში იმყოფებოდა, სადაც ავტომობილებში მოქალაქეების სოციალური დისტანცია მოწმდება და თერმოსკრინინგი ტარდება.

პირველადი თერმოსკრინინგის მიზნით, საკონტროლო პუნქტები მოწყობილია ფოთის შემოსასვლელსა და გასასვლელში, ასევე საგუშაგოები განთავსებულია ზუგდიდის მუნიციპალურ საზღვრებთან მდებარე სოფლებში (ცაცხვი, ორულუ, ურთა, ნარაზენი, ჯიხაშკარი, კორცხელი, ზედაეწერი).

ალექსანდრე მოწერელიამ საკონტროლო პუნქტში მყოფ სამხედროებს და პოლიციელებს მადლობა გადაუხადა და მათ 600 პირბადე გადასცა.

მთავრობამ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების გადაწყვეტილება გუშინ, მიიღო და დღეს, 8:00 საათიდან საყოველთაო კარანტინი გამოაცხადა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!