მოქმედ და ყოფილ სამხედროებს ბინები გადაეცემათ


  • საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა, რომ თავდაცვის სამინისტროში მომსახურე, ასევე ყოფილ სამხედროებს, ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ.

“თავდაცვის სამინისტრომ მიიღო გადაწყვეტილება, მისი უწყებრივი ბინები, საუბარია რამდენიმე ათას ბინაზე, რომელიც, როგორც დღეს, თავდაცვის სამინისტროში მომსახურე ჩვენს სამხედროებს, ასევე ყოფილ სამხედროებს ეხება, კომისიური წესით იქნება განხილული და ამ ადამიანებს ეს უფლებრივი ბინები კერძო საკუთრებაში გადაეცემათ. ეს, რა თქმა უნდა, ადრეც გასაკეთებელი იყო და ეს გადაწყვეტილება დღეს იქნა მიღებული“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

sixteen + seventeen =

Akismet ანტისპამი