- ამ წუთებში, ზუგდიდის სამხარეო პოლიციის შენობასთან საპროტესტო აქცია მიმდინარეობს. ისინი აპრიტესტებენ სამართალდამცავების მხრიდან ბოლო პერიოდში გახშირებულ ძალადობის ფაქტებს.
საპროტესტო აქციის მონაწილეებს პლაკატები უჭირავთ შემდეგი შინაარსის წარწერებით: “სისტემა ყარს” “არა მილიციას”, სისტემა ყრუა და ამუნჯებს ხალხს, “შემდეგი მსხვერპლი შეიძლება შენ იყო”.
საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები და სამოქალაქო აქტივისტები.