“მირას ხელნაკეთი ნივთები” ონლაინ გაიყიდება

  •  ზუგდიდელი, 21 წლის მირანდა ხუბულავა სამხატვრო სტუდიის პირველი კურსის სტუდენტია და  დაახლოებით 2-3 წელია თავისთვის ხელნაკეთობებს ქმნის, თუმცა, ამ ბოლო დროს, გადაწყვიტა მისი შემოქმედება გაეზიარებინა საზოგადოებისთვისაც. 

-მახსოვს, იუთუბზე წავაწყდი საინტერესო ვიდეოს, რამაც გადამაწყვეტინა, რომ მეც მეცადა მსგავსი რამის გაკეთება. ეს იყო ყვავილები, რომელიც ისეთ შთაბეჭდილებას ტოვებდა, თითქოს ჭიქიდან იყრებოდა. ვფიქრობ,  გამომივიდა.

-აქსესუარებზე თუ მუშაობ?

-უმეტესად სუვენირებზე ვმუშაობ, თუმცა ჩემს ნამუშევრებს შორის არის სხვადასხვა ნივთები: საყურეები, ყელსაბამები… მინდა, ჩემი ჰობი ბიზნესსაქმიანობად ვაქციო და იმედი მაქვს გამომივა.

-რამდენი ხანი მუშაობ ერთ ნამუშევარზე და ვინმე თუ გეხმარება?

-დაახლოებით 3-4 საათი ვმუშაობ, თუმცა ნამუშევარსაც გააჩნია. შემიძლია, მთელი დღე დავუთმო, სხვადასხვა ნაკეთობის შექმნას. მინდა გითხრათ, ყველაფერს ჩემით ვაკეთებ, დახმარების გარეშე და ეს პროცესი არასდროს არ მღლის. პირიქით, მუშაობის მიმდინარეობა სიამოვნებას მანიჭებს.

-ვინ არის შენი ნამუშევრების შემფასებელი?

– ოჯახის წევრები: დედა, მამა და-ძმა, შემდეგ ნათესავები და ახლა, უკვე სრულიად უცნობი ხალხი, რომლებიც მეუბნებიან, რომ ძალიან მოსწონთ ჩემი ნახელავი. მინდა გითხრათ, რომ ისინი მოტივაციას და ძალას მმატებენ.

-ალბათ, საახალწლო შეკვეთებზე მუშაობ? 

-დიახ. გუშინ, დავასრულე შეკვეთების ერთი ნაწილი. მზად ვარ, ახალი შეკვეთები ავიღო.

-ონლაინ გაყიდვები თუ გიცდია…

-ფასებს რაც შეეხება, მიზერული და ხელისაწვდომია.

-სხვადასხვა ღონისძიებაზე შენი ნაკეთობები თუ გამოგაქვს?

-სამწუხაროდ, არა. სამომავლოდ, ვაპირებ, ჩემი ნამუშევრების გაცნობას საზოგადოებისთვის.

 

 

  •  
  •  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.