მიმდინარეობს საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების არჩევა


ზუგდიდის #67 -ე საოლქო საარჩევნო კომისია, დღეს, საუბნო საარჩევნო კომისიის ექვს-ექვს წევრს ირჩევს. სხდომა მიმდინარეობს ამ წუთებშიც. საოლქო კომისიაში  772 კონკურსანტის განაცხადია შეტანილი, საიდანაც 552 უნდა შეირჩეს.

სხდომაზე, ნაციონალური მოძრაობის  წარმომადგენელმა განაცხადა,  საუბნო კომისიის წევრებად დასახელებული არიან ისეთი ადამიანები, ვისაც წინა არჩევნებში სხვადასხვა დისციპლინარული სასჯელი დაეკისრათ, რომ მას აქვს ამ კონკურსანტების სია და მოუწოდა კომისიის წევრებს თავი შეიკავონ უბნების ამ ხალხით დაკომპლექტებისაგან.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=v3rfOVKh3EI[/embedyt]

ამ დილით,  #67 საოლქო საარჩევნო კომისიის ოფისთან, «ირაკლი ალასანია თავისუფალი დემოკარტების» მაჟორიტარობის კანდიდატმა ზუგდიდში, ირაკლი ჩიქოვანმა, ბრიფინგი გამართა.  მან ისაუბრა, საუბნო საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებაზე. მისი თქმით, საუბნო საარჩევნო კომისიის წევრების შერჩევა ხორციელდება მმართველი გუნდის კარნახით.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!