მიმდინარეობს მოლაპარაკება ბაზრის ადმინისტრაციასთან


რამდენიმე წუთის წინ, მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსი ნუკრი ესართია ისევ შეხვდა მოვაჭრეებს, მოუწოდა დამშვიდებისკენ და გააკეთა განცხადება, რომ ამ საღამოს არ მოხდება ბაზრის რკინის კონსტრუქციების დემონტაჟი და მისი სამსახური მალე დატოვებს ბაზრის ტერიტორიას. თუმცა, ამ წუთებისთვის ზედამხედველობის სამსახური ბაზარში რჩება და ბაზრის ადმინისტრაციასთან და ტერიტორიაზე იძულებით შემოჭრილ საკრებულოს წევრთან, ანი წითლიძესთან ერთად აწარმოებენ მოლაპარაკებას.
მოლაპარაკებას არ ესწრება სახალხო დამცველის წარმომადგენელი. ის ბაზარში რჩება და აკვირდება სიტუაციას. მოლაპარაკება დახურულია მედიისთვის.

ბაზარში ისევ ხმაურია. მოვაჭრეები ადგილზე იმყოფებიან, ასევე მობილიზებულია პოლიცია.

პარასკევს, მერიაში შეიკრიბა ბაზრის თემასთან დაკავშირებით შექმნილი კომისია, რომელმაც მიიღო გადაწყვეტილება, რომ სამი დღის ვადაში მოხდება კონსტრუქციების დემონტაჟი.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!