2020 წლის ბიუჯეტის განხილვაზე

  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში, ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI)  ზუგდიდის მუნიციპალიტეტის 2020 წლის ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვას მართავს.

საჯარო განხილვაზე, ზუგდიდის მერიამ, 2020 წლის ბიუჯეტის პროექტი წარმოადგინა, რომელიც 43 მილიონი ლარითაა განსაზღვრული და რაც 6 მილიონნახევარი ლარით მეტია 2018 ბიუჯეტის მოცულობასთან შედარებით.

ამ წუთებში, შეხვედრაზე, საკრებულოს ფრაქციები, ზუგდიდის გენდერული თანასწორობის საბჭო და ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები კი მათ მიერ გამოკვეთილ პრიორიტეტებზე ისაუბრებენ და საკუთარ ინიციატივებს წარმოადგენენ.

საჯარო შეხვედრაზე მნიშვნელოვანი ნაწილი ეთმობა დისკუსიას, რომლის დროსაც შეხვედრაზე დამსწრე საზოგადოებას მერიის, საკრებულოსა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან შეკითხვების დასმის საშუალება ექნებათ.

მოგეწონა? - გააზიარე!:

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.