მიმდინარეობს ზარალის შესწავლა


 ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფლებს ზიანი მიაყენა ქარმა. გამგეობაში შექმნილია მუდმივმოქმედი კომისია, რომელიც სწავლობს ზარალის ოდენობას. „ზუგდიდელებთან“ საუბრისას, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ განაცხადა: „სტიქიის პირველსავე დღეს საგათგებო ტათბირი იქნა მოწვეული, პროცესში ჩართულია მუდმივმოქმედი კომისია, ასევე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თითოეული დეპუტატი, სამსახურების ხელმძღვანელები და სპეციალისტები. კომისია დღემდე აქტიურად მუშაობს, მიმდინარეობს ზარალის დათვალიერება და შესწავლა. სადაზღვევო კომპანია მუშაობს აქტიურად და დაახლოებით 1100 ოჯახია  სამწუხაროდ, არიან ოჯახები, რომლებიც არ არიან დაზღვეულია _ მათ რამდენჯერმე მიეცათ გაფრთხილება, მაგრამ უარი განაცხადეს სადაზღვევო კომპანიასთან თანამშრომლობაზე. სტიქიისგან მიყენებული ზარალის მოკვლევა ხუთი დღის ვადაში უნდა დასრულდეს“.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.