მილიონი პირველი ეტაპის სამუშაოებისათვის


ზუგდიდში, ენგურ-ქაღალდ კომბინატში საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის პირველი ეტაპის სამუშაოებისთვის ფინანსთა სამინისტრომ ზუგდიდის მუნიციპალიტეტს გამოუყო მილიონი ლარი. თანხა 2015 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო.  ამის შესახებ დღეს გამართულ საკრებულოს სხდომაზე საფინანსო-საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარე კახაბერ ფარცვანიამ განაცხადა
. მისი თქმით, შესაბამისად ქალაქის ბიუჯეტი საშემოსავლო ნაწილში განისაზღვრა 20 მილიონ 613,3 ათასი ლარით, ნაცვლად ადრე დამტკიცებული 19613,3 ლარისა, გადასახდელების მოცულობა კი გახდა 22017,2 ლარი 21017 ათასის ნაცვლად. სტადიონის მშენებლობა 2018 წელს, სავარაუდოდ პირველ ნახევარში უნდა დასრულდეს.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!