იმედი “… მე ვპოვე ჩემი ნავსაყუდელი“


ხომ შეგიმჩნევიათ, ის, რასაც “მიჩვეული~ თვალი წლობით ვერ ამჩნევს, ხშირად ~ახალი~ თვალი პირველი შეხედვისთანავე აფიქსირებს. ალბათ, არ მოიძებნება ზუგდიდელი, ვისაც არ გაუვლია ქალაქის შუაგულში, რუსთაველის ქუჩაზე არსებულ ამ ადგილთან, მაგრამ აღმოჩნდა _ ის, რაც ბევრ ჩვენგანს არც შეუმჩნევია, ქალაქის ერთ-ერთ სტუმარს `თვალში მოხვდა~. მის შეკითხვაზე პასუხის გასაცემად ჩატარებული პატარა კვლევის შედეგად, ჯერ ერთი, გავიხსენეთ ერთ-ერთი კოლორიტი ზუგდიდელი პიროვნების სახელი და ამასთან, იმაზეც დავფიქრდით, თუ როგორ უნდა შეერწყას ღვაწლის დაფასების სურვილი საჯარო სივრცის მოწყობის კულტურას. ახლა ჩვენი კვლევის ობიექტზე, რომელიც რუსთაველის ქუჩაზე მდებარე სკვერშია განთავსებული და რომელსაც ჩვენი რესპონდენტები ხან „ძეგლს~ უწოდებენ და ხან „მონუმენტს~. ეს არის მცირე ზომის ქვა წარწერით: „ჩემს ზუგდიდელებს~. და მერე ეს სტრიქონები: „აქ სიჩუმეა და ვარ მოწყენით, ძვირფას ლანდებთან ჩურჩულს ვუნდები და ამ შორეულ სილაჟვარდეში მე ვპოვე ჩემი ნავსაყუდელი~. წარწერის ბოლოს კი _ „იმედი~. ზუგდიდში ჩამოსულ სტუმრებს სწორედ ეს ადგილი უყურადღებოდ არ დარჩენიათ და დაინტერესდნენ, ვინ იყო იმედი. „ზუგდიდმა~ გადაწყვიტა ზუგდიდელებს გასაუბრებოდა ამ საკითხზე და ძალიან საინტერესო, მოულოდნელი და ერთმანეთის გამომრიცხავი პასუხებიც მიიღო, რასაც ქვემოთ გთავაზობთ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!