“მეც მეტკინა მისი გულის გაჩერება”


  • სოციალურ ქსელში, 15 წლის მოზარდის გარდაცვალებას, ახალგაზრდებიც გამოეხმაურნენ. აი, რას წერს მეორე საჯარო სკოლის მე–12 კლასის მოსწავლე ნანო ქოქოსაძე, თავის ფეისბუქგვერდზე:

“ვიცი, უკვე დაღუპული ლუკასთვის აზრი არ აქვს ამ პოსტს, მე ლუკას არ ვიცნობდი, ნორმალურად ისიც არ მესმის, რატომ მიიყვანეს ის იმ ზღვრამდე, რომ ახალგაზრდა, სიცოცხლით სავსე ბიჭი, რომელიც სულ რაღაც 15 წლის იყო, რომელსაც ცხოვრებაში ყველაფერი წინ ჰქონდა და ბევრი რამე უნდა ეგრძნო და ენახა, აღარ არის. მთელი დღეა ვკითხულობ პოსტებს და მეც გული მტკივა, საშიშია იმის გაგება თუ რა მოხდა იმ დაკითხვის ოთახში ისეთი, რომ ეს სიცოცხლით სავსე ადამიანი ამ დონემდე მიიყვანეს, რომ მან სიმაღლიდან გადმოფრენის გარდა სხვა გზა ვერ დაინახა გადასარჩენად. გულდასაწყვეტია ის, რომ სანამ სუნთქვა არ შეწყვიტა, იქამდე ვერ ვიბრძოლეთ მისთვის. მე არ ვიცნობდი მას, იმაზე მეტი არ ვიცი, რაც ინტერენეტში დევს, მაგრამ მეც მეტკინა მისი გულის გაჩერება. მთელი გულით ვუსამძიმრებ ოჯახს და გამძლეობას ვუსურვებ, რომ იბრძოლონ სამართლიანობისთვის, რომელსაც ლუკა იმსახურებდა.”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!