ადვოკატთა ასოციაციამ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გამართა


  • ზუგდიდში, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. ადვოკატთა ასოციაციის წევრებს ხელში ეჭირათ პლაკატები წარწერებით: “თავისუფლება ვაჟა ექიმს”, “ადვოკატები ვაჟა ექიმის დასაცავად”, “ერთად გავათავისუფლოთ ექიმი”.

აქციის მონაწილეების თქმით, ადვოკატებისა და ექიმების პროფესიები ერთ მთავარ პრინციპს – ჰუმანურობას ეფუძნება, ამიტომ მათი თქმით, ამ ადამიანებს მართებთ ვაჟა ექიმის თანადგომა. “საქართველოს ადვოკატები მივმართავთ ადვოკატთა საერთაშორისო პროფესიულ თანამეგობრობას, მათ შორის – ჩვენს რუს კოლეგებს და მოვუწოდებთ ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდაჭერისკენ, რათა ის გათავისუფლებული დაუბრნდეს თავის ოჯახს. იმედს გამოვთქვამთ, რომ ამ პროცესთან დაკავშირებული ადამიანები გამოიჩენენ კეთილგონიერებას, ექიმის ტყვეობა დასრულდება და იგი ისევ გააგრძელებს თავისი პროფესიულ საქმიანობას” – განაცხადა ადვოკატმა პაატა სოტკილავამ.

შეგახსენებთ, რომ ცნობილი ქართველი ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი საოკუპაციო ძალებმა 9 ნოემბერს გაიტაცეს, მას დე-ფაქტო ცხინვალი ე.წ. საზღვრის უკანონო გადაკვეთას ედავება. ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლებსი მოთხოვნით არაერთი აქცია გაიმართა, ეს საკითხი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების მთავარი თემაც გახდა.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 16 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!