ზუგდიდის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიაზე, გარემოვაჭრეებმა, დილიდანვე უკმაყოფილება გამოხატეს იმ რკინის ბარიკადების გამო, რომელიც მათ დაუხვდათ და რომელსაც პოლიცია იცავდა. მოგვიანებით, გარემოვაჭრეებთან მივიდნენ მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლები და მანამ, სანამ მერია გარევაჭრობასთან დაკავშირებით მიიღებს საბოლოო გადაწყვეტილებას, დართო ვაჭრობის უფლება ორი დღით ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის გარკვეულ ნაწილზე. ძირითად ნაწილზე კი, ისევ დარჩა ბარიკადები და პოლიციელები. ჟურნალისტები დაინტერესდნენ, თუ რა გადაწყვეტილება იყო ეს, ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა ისინი მერიის პრესსამსახურთან გადაამისამართეს. პრესამსახურმა კი განაცხადა, რომ მერია, ამ წუთებში, არ ფლობს ინფორმაციას, თუ რატომ მიცეს მერიის ზედამხედველობის სამსახურის წარმომადგენლებმა გარემოვაჭრეებს გარკვეული ტერიტორიის დაკავების უფლება, როცა მერია, ზოგადად, კატეგორიული წინააღმდეგია გარევაჭრობის.
გარემოვაჭრეები ჟურნალისტებთან აცხადებენ, რომ, ისინი აქციის მოწყობას აპირებენ 26 მაისს. ისინი შეხვდებიან პარლამენტარებს, რომლებიც ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას დაკრძალვაზე აპირებენ ჩამოსვლას.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=RY6v4abZI8k[/embedyt]