“მკვლელი უნდა დაისაჯოს”- საპროტესტო აქცია ზუგდიდში


დღეს, ზვიად გამსახურდიას სკვერთან გაიმართა მშვიდობიანი  საპროტესო აქცია, რომელიც მიეძღვნა ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ხსოვნას. აქციის ორგანიზატორი იყო აფხაზეთის პირველი საჯარო სკოლა ზუგდიდში. მოსწავლეებს და პედაგოგებს ჰქონდათ პლაკატები წარწერით “მკვლელი დაისაჯოს” .

,, 19 მაისს საქართველოში დატრიალდა საშინელი ტრაგედია, რომლის მიზეზი სამწუხაროდ, ჩვენი ძმა, აფხაზია. მე არ მინდა ამ ტრაგედიის გამო ყველა აფხაზი უხეშად მოვიხსენიო, რადგან ეს კონკრეტულად ერთი ადამიანის დანაშაულია”, – ამბობს პედაგოგი ოთარ ბჟანია. 

აქციის მონაწილეებმა სანთლები აანთეს და წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს ოთხოზორიას ხსოვნას.

აქციას შეუერთდნენ გიგა ოთხოზორიას ოჯახის ახლობლები და  ზუგდიდის საკრებულოს წევრი ენმ-დან ანი წითლიძე.

 


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!