ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია, საახალწლოდ, დედ–მამით ობლებს, მარტოხელა მშობლებს, მრავალშვილიან ოჯახებს, 100 წელს გადაცილებულ ხანდაზმულებს, ომის მონაწილე ვეტერანებს, უფასო სასადილოსა და სოციალური საცხოვრისის ბენეფიციარებს გადასცემს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტებს.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანლის ინფორმაციით, “550 ოჯახს საახალწლო სასაჩუქრე პაკეტი გადაეცემა, რომლის ღირებულება 60 ლარია. სასაჩუქრე კალათა, ყველა საჭირო პროდუქტს მოიცავს”.
საახალწლო სასაჩუქრე პაკეტების დარიგება ხვალიდან დაიწყება და კვირის ბოლომდე გაგრძელდება.