მეგრულენოვანი ლექსის ზეიმის მოლოდინში


  • 20 სექტემბერს, 17:00 საათზე, ზუგდიდში, ზვიად გამსახურდიას სახელობის საპრეზიდენტო ცენტრში, ქართულ-აფხაზური ურთიერთობების ფესტივალის ფარგლებში, ლიტერატურულ კონკურს ფესტივალ “ქუჯი 2025” -ის “ერთი მეგრულენოვანი ლექსის” კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართება.

“ერთი მეგრულენოვანი ლექსის” ფინალისტები გახლავთ: კესო ჩხაპელია, ზაურ გერგედა (გერგედავა), თეა ხასაია, გიორგი ლემონჯა (ლემონჯავა) და ალექსანდრე ნარსია.

პირველი პრემიის ლაურეატი უშუალოდ ღონისძიებაზე გამოცხადდება.

“ქუჯი 2025”-ის ფარგლებში, ზვიად გამსახურდიას სახელობის პრემია და მედალი, ქართულ ლიტერატურაში შეტანილი წვლილისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის, გადაეცემა “შაჰნამეს” მთარგმნელს, ბელა შალვაშვილს.

ინფორმაციისთვის: “ერთი მეგრულენოვანი ლექსის კონკურსი” წელს მეორედ ტარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

twelve − 6 =

Akismet ანტისპამი