აქცია გარდაცვლილთა ხსოვნისთვის


 ზუგდიდის შოთა მესხიას სასწავლო  სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტური თვითმმართველობის ინიციატივით და ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მხარდაჭერით,  უნივერსიტეტის ეზოში მდუმარე აქცია გაიმართა.  შეკრებილებმა, 13 ივნისს, თბილისში მომხდარი ტრაგედიის დროს გარდაცვლილი ადამიანების ხსოვნას  პატივი მიაგეს. აქციას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატის წევრები, უნივერსიტეტის რექტორი, სტუდენტები და არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. აქციას შეუერთდა ქალაქის საკრებულოს წევრი ანა წითლიძეც.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *

Akismet ანტისპამი

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 35 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!