- 2026 წლის „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ საუკეთესო ათეულში ორი ზუგდიდელი პედაგოგი მოხვდა.
ქვეყნის გამორჩეულ მასწავლებლებს შორის დასახელდნენ: ცოტნე გვაჯაია – ზუგდიდის N5 საჯარო სკოლის კომპიუტერული ტექნოლოგიების მასწავლებელი და არჩილ თოდუა – ზუგდიდის N9 საჯარო სკოლის სამოქალაქო განათლებისა და მოქალაქეობის მასწავლებელი.
კონკურსის შემდეგ ეტაპზე ათეულიდან საუკეთესო ხუთეული შეირჩევა, ხოლო მთავარი გამარჯვებული შემოდგომაზე გამოვლინდება.
