მარწყვის სასარგებლო თვისებები


  • მარწყვი სეზონის ყველაზე პოპულარული ხილი და მოზრდილებისა და პატარების ერთ-ერთი უსაყვარლესი სასუსნავია. ჩვენ აღტაცებაში მოვყავართ მის საოცრად არომატულ გემოს, მაგრამ წარმოდგენაც კი არ გვაქვს, თუ რაოდენ სასარგებლოა ის ჩვენი ჯანმრთელობისათვის.
  • გთავაზობთ მარწყვის უნიკალურ თვისებას, რომელიც დაგეხმარებათ ჯანმრთელობის შენარჩუნებაში.

1. მარწყვი დაეხმარება თქვენ სხეულს ბედნიერების ჰორმონების გამომუშავებაში
მეცნიერულმა კვლევებმა აჩვენა, რომ დეპრესია დამოკიდებულია ადამიანის ფსიქიკურ მდგომარეობაზე, მაგრამ ეს სულაც არ ნიშნავს, რომ ჩვენ გულხელდაკრეფილი უნდა შევურიგდეთ ბედს. მაშინათვე, როგორც კი დეპრესიის დასაწყისს იგრძნობთ – მიირთვით რამოდენიმე ცალი მარწყვი – ეს კენკრა ეწინააღმდეგება დიდი რაოდენობით ჰომოცისტეინის ფორმირებას თქვენს ორგანიზმში, რაც საშუალებას აძლევს თავის ტვინისათვის სისხლის უპრობლემოდ მიწოდებას.

2. მარწყვი ამცირებს გულ-სისხლძარღვთა დაავადებების წარმოშობის რისკს
ჩვენს დროში გულ-სისხლძარღვთა დაავადებები – ნომერ პირველი მკვლელია, ამიტომ მათი იგნორირება არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება. კვების რაციონში ყოველდღიურად მარწყვის ჩართვა მნიშვნელოვნად შეამცირებს ამ რისკს. ამ კენკრაში შემავალი უჯერი მჟავები საგრძნობლად ამცირებენ სისხლში ქოლესტერინის შემცველობას. გარდა ამისა, ცე ვიტამინი ამაგრებს სისხლძარღვებსა და არტერიებს, ხოლო ამ ვიტამინით მარწყვის ნაყოფი სავსეა.

3. მარწყვი ანელებს დაბერების პროცესს
ჩვენ ვბერდებით იმის გამო, რომ ბერდება ჩვენი უჯრედები. მარწყვი დაგვეხმარება ამ პროცესის შეჩერებაში. ეს კენკრა შეიცავს ძლიერ ანტიოქსიდანტებს, რომლებიც ეფექტურად ანადგურებენ თავისუფალ რადიკალებს – დაბერების პროცესის მთავარ დამნაშავეებს. ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ ეფექტური მოქმედებისათვის საკმარისია ყოველდღიურად ჭამიდან ნახევარი საათის შემდეგ მივირთვათ რამოდენიმე ცალი მარწყვი.

4. ჭამეთ მარწყვი და ებრძოლეთ ასთმასა და ალერგიას
თუ თქვენ უკვე დაიღალეთ ასთმასთან და ალერგიასთან ბრძოლის მედიკამენტოზური მეთოდებით, დროა განსხვავებული ხერხი მოსინჯოთ. მარწყვის ნაყოფს გააჩნია შესანიშნავი ანთებისსაწინააღმდეგო მოქმედება, ამიტომ მას შეუძლია დაგეხმაროთ ალერგიის სხვადასხვა ფორმასთან ბრძოლაში – იქნება ეს სურდო, ჭინჭრის ცხელება თუ ცრემლმდენი თვალები. კვლევებმა აჩვენა, რომ თქვენ ნამდვილად შეგიძლიათ ასთმით დაავადების რისკის შემცირება, თუ რაციონში ყოველდღიურად ჩართავთ მარწყვს.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!