მიმდინარეობს საცხოვრებელი ფართის მოთხოვნის განცხადებების გადამოწმება


  • ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის უსახლკარო და მძიმე საცხოვრებელი პირობების მქონე პირთა საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის მიზნით შექმნილი კომისიის წევრებმა დაიწყეს ქალაქის ტერიტორიაზე შემოსული განცხადებების გადამოწმება.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის სოციალური და ჯანდაცვის სამსახურის განყოფილების მთავარმა სპეციალისტმა თამარ ზარქუამ  გვითხრა, რომ კომისია მუშაობას თვის ბოლომდე უნდა მორჩეს. “ამიტომ ყველა ჯგუფი თვითონ წყვეტს როდის იწყებს მუშაობას. 16–20 ივნისამდე უნდა მორჩეს შემოსული განცხადებების გადამოწმებას.”

“ზუგდიდელების” კითხვაზე, როდის შეეძლებათ ბენეფიციარებს მათთვის მინიჭებული ქულების ნახვა, თამარ ზარქუა ამბობს, რომ ზუსტი თარიღი ცნობილი არ არის, ეს უნდა მოხდეს ამ თვის ბოლოს, ან მომდევნო თვის დასაწყისში”.

მერიაში 243 განცხადებაა შემოსული საცხოვრებელი ფართით უზრუნველყოფის თაობაზე. 141 განცხადება სახლის მშენებლობას ეხება, ხოლო 102 განცხადება “ერთი თბილი ოთახის” პროგრამას.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!