- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, დღეს, დადასტურებული 7 ახალი შემთხვევიდან 2 სამედიცინო პერსონალია.
“ერთი არის დაავადებულთან კონტაქტი, ოთხი არის შემოტანილი, მათ შორის ერთი არის სატვირთო ავტომანქანის მძღოლი და ორი სამედიცინო პერსონალია. გამოჯანმრთელებულები დღეს არ დაგვმატებიან. დღევანდელი მონაცემების შეჯერებით კოვიდცენტრებში მკურნალობს 259 დადასტურებული შემთხვევა. ჩვენს ცენტრში კვლავ 21 პაციენტია”, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.