- მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა მამუკა ხაზარაძემ საზოგადოებას ორგანიზაციის პირველი 12 წევრი წარუდგინა.
მისი განმარტებით, მოძრაობაში საკმაოდ სერიოზული ადამიანები არიან წარმოდგენილნი.
“ლელოს” წევრები არიან: ლანა გალდავა- საზოგადოებრივი ორგანიზაცია “ლელოს” იურისტი.
ლევან ბოძაშვილი- უსაფრთხოების ექსპერტი, კონსტიტუციონალისტი.
თეონა დოლენჯაშვილი- მწერალი.
კახა კოჟორიძე- იურისტი.
მედეა მეტრეველი- ფილოლოგი.
გიგა გუგუშვილი-მხატვარი, პროფესორი.
საბა ბუაძე – “სამოქალაქო მოძრაობის” წევრი.
გიგლა მიქაუტაძე- ეკონომისტი.
ქეთი ენუქიძე-ორგანიზაცია “შეაჩერე კორუფციის” ერთ-ერთი დამფუძნებელი.
ელენე მელიქიშვილი – საგარეო პოლიტიკის მკვლევარი.
გია მორდეხაშვილი -ბიზნესმენი.
დავით გელაშვილი- ეკონომისტი.