- დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომის დაწყებამდე, საკრებულოს თავმჯდომარემ მამუკა წოწერიამ, თბილისში 15 წლის მოზარდის გარდაცვალებასთან დაკავშირებით, ოჯახს მიუსამძიმრა და განმარტება გააკეთა.
“საზოგადოებისა და ოჯახის მოთხოვნა არის სამართლიანი, ობიექტური გამოძიების ჩატარება, და ყველა ის ადამიანი, რომელიც უკანონო ქმედებაში, გულგრილობაში იქნება მხილებული არასრულწლოვნის ინტერესების მიმართ კანონის სიმკაცრით იქნეს დასჯილი, თუმცა ეს არ არის გამოსავალი და იმ შედეგს ვერაფერი ვერ აანაზღაურებს. ჩვენ, ალბათ ყველას მოგვიწევს დაფიქრება, გაანალიზება იმ მდგომარეობის რასაც ჩვენ მოსახლეობის და განსკუთრებით არასრულწლოვნების ასეთ ქმედებას იწვევს. რა ვერ გავაკეთეთ ისე, რა ვერ გამოვასწორეთ, ის დეფექტები რაც არსებობს არასრულწლოვანთა მიმართ სასჯელაღსრულების და სამართალწარმოების პროცესში. აქ, რა თქმა უნდა, სახელმწიფო ინსტიტუტებს განსაკუთრებული პასუხისმგებლობის ტვირთი აწევს, მაგრამ არიან სხვა ინსტიტუტები, რომლებიც აყალიბებენ ჩვენი არასრულწლოვნების ფსიქოლოგიურ, ემოციურ ფონს და მათ განწყობას, ალბათ მათაც მოუწევთ გარკვეული დაფიქრება. ეს გახლავთ სკოლა, ოჯახი, თუნდაც მედია. უნდა დავფიქრდეთ, ყველა რომ ნაკლებ სტრესულ გარემოში უწევდეს ჩვენს ახალგაზრდობას არსებობა და მთავარი რატომ ვერ წავიკითხეთ სიტყვები და გზავნილები, რომელიც ლუკამ დატოვა სკოლის კედლებზე. უნდა ვეცადოთ ყველამ, ეს არ გახდეს ჩვენი ახალგაზრდების ცხოვრების სლოგანი. ჩვენს ახალგაზრდებს სჭირდება პოზიტიური განწყობა, პოზიტიური მიზნები, და კიდევ ერთი რამ, ეს არის შემთხვევა, სადაც არ აქვს ადგილი არანაირ პოლიტიკურ კონტექს, არავითარ პოლიტიკურ მიზნებს და პოლიტიზირებას ამ ტრაგიზმის. სამწუხაროდ, ჩვენს ქვეყანაში ხდება ესეთი ფაქტი და ჩვენ აუცილებლად ყველა ერთად, მთელი საზოგადოებრივობა უნდა შევჩერდეთ სამომავლო გეგმებზე. ამაზე სახელმწიფო ფიქრობს და ძირეულ სისტემურ ცვლილებებს აანონსებს, რომელიც გარვეულ პრევენციას გააკეთებს და ადრეულ გამოვლენას ბავშვთა და მოზარდთა პრობლემების. ამ კონტექსში ძალიან მნიშვნელოვანი ფუნქცია დაეკისრება მუნიციპალიტეტებსაც, რადგან პირველი ივნისის მდგომარეობით ძალაში შედის, კანონში ცვლილება სადაც მოზარდებზე ზრუნვა ჩვენი ექსკლუზიური უფლება მოსილება გახდება და ჩვენ, აუცილებლად, ამ მიმართულებით სერიოზული მსჯელობა მოგვიწევს და იმ ღონისძიებების დაგეგმვა, რომელიც საბოლოო ჯამში ჩვენს ახალგაზრდობას სხვა რეალობაში აცხოვრებს”.-განაცხადა საკრებულოს თავმჯდომარემ.