- სპორტულ კარატეში მაროკოში მიმდინარე პრემიერ-ლიგაზე ზუგდიდელმა კარატისტმა ლუკა ფონიავამ (-75 კგ) კუმიტეში ვერცხლის მედალი მოიპოვა.
კარატეს ეროვნული ფედერაციის ინფორმაციით, ქართველმა სპორტსმენმა ფინალი რუს მოწინააღმდეგესთან დათმო.
შესარჩევ ეტაპზე ლუკა ფონიავამ დანიელი, იტალიელი და ფრანგი კარატისტები დაამარცხა, ხოლო მეორე ეტაპზე ფინალისთვის ბრძოლისას სომეხ და უკრაინელ სპორტსმენებს სძლია.
