ლილუაშვილი “Worlds championship” -ში მიიღებს მონაწილეობას


  • ამერიკაში, ლოსანჯელესში გამართულ კონკურსზე “Worlds championship” მონაწილეობას ღებულობს ზუგდიდელი ახალგაზრდა მომღერალი თამუნა ლილუაშვილი.

“ივლისის თვეში მივდივართ ლოსანჯელესში, სადაც 15 დღის განმავლობში მასტერკლასები გვექნება წარმატებულ, მსოფლიო დონის ვარსკლავებთან. ქვეყნიდან მივდივართ მე და  ერთი ანსამბლი თბილისიდან. კონკურსში 70 ქვეყანა ღებულობს მონაწილეობს. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ საქართველო პირველად წარსდგება მსმენელის წინაშე. ჟიურის ერთ-ერთი წევრი გახლავთ ამერიკელი მომღერალი ლაიზა მინელი. პირველ ადგილზე გასულისთვის დაიხარჯება 340 ათასი დოლარი. ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერია გასამგზავრებლად ტრანსპორტს მიფინანსებს. კონკურსზე მასწავლებელთან, ქალბატონ ნინო მამფორიასთან ერთად მივდივარ. ”

ახალგაზრდა მომღერალი ამბობს, რომ ცოტას ნერვიულობს, მაგრამ იქვე დასძენს, “ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის ის, რომ პირველად წარვადგენ ამ კონკურსზე საქართველოს და ვეცდები ყველანაირად ვასახელო ჩემი სამშობლო”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!