ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო: რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას


  • იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების აღდგენა ეწინააღმდეგება საქართველოს ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას, – ასე ეხმაურება ლიეტუვის საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას.

„იმედგაცრუებით აღვნიშნავთ, რომ რუსეთ-საქართველოს შორის ფრენების განახლება ეწინააღმდეგება საქართველოს ინტერესებს და მის მიერ არჩეულ ევროკავშირსა და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციისადმი გზას. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ საქართველოს, შეუერთდეს ევროკავშირის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ, მათ შორის საავიაციო სექტორში,” – წერია განცხადებაში.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.