“ლელოს” ინიციატივა ქუჩისთვის მარო მაყაშვილის სახელის შერქმევაზე


  • დღეს, პოლიტიკურმა მოძრაობამ “ლელო” მიმართა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განცხადებით, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი.

“ლელოს” პარტიის ზუგდიდის ოფისის წარმომადგენელმა თენგიზ ქოჩუამ ჟურნალისტებთან განაცხადა: “დღეს, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შევიტანე პარტია “ლელოს” სახელით ინიციატივა, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ ქუჩას ეწოდოს ეროვნული გმირის მარო მაყაშვილის სახელი, რათა ამით უკვდავყვოთ მისი ხსოვნა. მომავალ თაობას უნდა დავუტოვოთ მათი სახელები და არა ისე მოვექცეთ ჩვენს მოსახლეობას, ჩვენს ხალხს, როცა გავრილოვები შემოყავთ საქართველოში და გავრილოვებს ეპატიჟებიან და ოკუპაციის მებრძოლების სახელებს კი ივიწყებენ. ჩვენს ინიციატივაზე კომისიამ უნდა იმსჯელოს და იმ კომისიის მუშაობაში ჩავერთობით”.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!