რატომ უნდა სვათ ყოველ დილას თაფლიანი წყალი?


ხშირად გვრჩევენ წყალს დავუმატოთ ლიმონი, მაგრამ სიმჟავის ნაცვლად ჩვენ გირჩევთ დაუმატოთ ტკბილი – თაფლი. რატომ მაინცდამაინც თაფლი? – იმის გარდა, რომ ეს პროდუქტი სასიამოვნო გემოსია, აუმჯობესებს საჭმლის მონელებასა და ნივთიერებათა ცვლას, იგი დაგიცავთ მრავალი დაავადებისგან და გააძლიერებს თქვენს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, არ უნდა დავივიწყოთ თაფლის სხვა სასარგებლო თვისებებიც:

აუმჯობესებს კანს
თაფლი ბუნებრივი ანტიოქსიდანტია, რომელიც ეხმარება ორგანიზმს შლაკებისგან გაწმენდაში. იგი შეიცავს სილამაზის ვიტამინად წოდებულ ბიოტინს. თაფლი ასევე გამოირჩევა ანტიბაქტერიული თვისებებით. იგი პირდაპირი მნიშვნელობით ასუფთავებს კანს, ანიჭებს მას ბრწყინვალებასა და სიგლუვეს.

ამაღლებს იმუნიტეტს

თაფლი შეიცავს ვიტამინ C-ს დავიტამინ B-ს მთელ ჯგუფს (B1, B2, B3, B5, B6 ,B7, B9), მათ შორის ფიგურირებს ფოლიუმის მჟავაც. ამას გარდა, თაფლის შემადგენლობაში შედის ისეთი მნიშვნელოვანი ფერმენტები, როგორებიცაა: დიასტაზა, ამილაზა, კატალაზა, ფოსფატაზა. ეს ნივთიერებები მთლიანობაში ქმნიან იმუნიტეტის ასამაღლებელი ვიტამინების ერთგვარ ბომბას.

კურნავს ანგინას
ანგინის დროს თაფლი მოქმედებს, როგორც გაღიზიანებული ყელის დამაშვიდებელი საშუალება. თავისი ანტიბაქტერიული თვისებების წყალობით თაფლი ეხმარება ორგანიზმს სხვადასხვა რესპირატორულ ინფექციებთან ბრძოლაში და კურნავს ხველასაც.

დეტოქსიკაციური საშუალება
მშვიდობით ტოქსინებო! როგორც ზემოთ უკვე აღვნიშნეთ, თაფლის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი უპირატესობა მისი დეტოქსიკაციური თვისებაა. დროა დაგვეთანხმოთ, რომ თაფლიანი წყლის რეგულარული მიღება – ეს არის ყველაზე იოლი და გემრიელი საშუალება ორგანიზმიდან ტოქსინებისა და შლაკების გამოსადევნად. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ სურვილის შემთხვევაში შეგიძლიათ ჭიქა თაფლიან წყალში ერთ-ორი ნაჭერი ლიმონიც დაუმატოთ – მაშინ მისი გამწმენდი ეფექტი უფრო გაძლიერდება.
გავრცელებული საყვარელი ტრადიციის მიუხედავად, დილა უნდა დაიწყოთ არა ფინჯანი ყავით, არამედ ჭიქა თბილი წყლით და იცით რატომ? – იმიტომ, რომ ეს მაცოცხლებელი სითხე ერთგვარად “ქოქავს” მთელ ორგანიზმს და ააქტიურებს საჭმლის მომნელებელი სისტემის მუშაობას.
წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!