- ტელეკომპანია “ოდიშის” წამყვანი ლევან თორია ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.
მოსამართლე ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებით, ლევან თორიას გირაოს სახით გადახდილი 3000 ლარი უკან დაუბრუნდება. მოსამართლემ არ დააკმაყოფილა პროკურატურის მოთხოვნა, თორიას დამნაშავედ ცნობის შესახებ. ირაკლი აბშილავას გადაწყვეტილებას სასამართლო დარბაზში ტაში და ოვაციები მოყვა. რაც შეეხება პროკურორს, მიმ მიმართ დარბაზიდან ისმოდა შეძახილები, “ბიძინას მონა”.
ლევან თორიას სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით ჰქონდა წარდგენილი ბრალი, აც ძალადობას გულისხმობს.