ლაშა გოგია თემის საკრებულოს უხელმძღვანელებს


თვითმმართველი ქალაქი ზუგდიდის თემის საკრებულოს პირველ სხდომაზე, საკრებულოს თავმჯდომარედ, 30 ხმით, არჩეულიქნა ლაშა გოგია, რომელიც ,,ქართული ოცნების” რაიონული ორგანიზაციას ხელმძღვანელობდა. საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილედ, ხმების იგივე რაოდენობით, არჩეულიქნა ლაშა ადეიშვილი. საკრებულოს სხდომაზე საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ნანა ოყუჯავამ უფლებამოსილების ბარათი გადასცა და ზუგდიდის თემის გამგებლად არჩევა მიულოცა ედიშერ თოლორაიას. სხდომა მიჰყავდა უხუცეს დეპუტატს ნაპო გაბისონიას –ერგეტის მაჟორიტარ დეპუტატს. საკრებულოს თავმჯდომარისა და მოადგილის არჩევის შემდეგ დამტკიცდა თემის საკრებულოს მუშაობის რეგლამენტი. საკრებულოს კომისიებისა და ფრაქციების შესახებ საკითხი გადაიდო მომავალი სხდომისთვის.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.