- ლატვიის ორგანული სინთეზის ინსტიტუტში ალკოჰოლიზმის სამკურნალო ახალი საშუალება შექმნეს.
არსებული პრეპარატებისაგან განსხვავებით, ახალი მედიკამენტი არ იწვევს ალკოჰოლის შეძულებას, არამედ ენაცვლება მას. როგორც მეცნიერები აცხადებენ: პრეპარატის მოქმედების პრინციპი ბედნიერების ჰორმონის – სეროტონინის სტიმულაციას ეფუძნება.
მოგეხსენებათ, ალკოჰოლი ასევე ააქტიურებს სეროტონინის სინთეზს, ოღონდ ხელოვნური გზით, მომავალში ნარკოტიკულ საშუალებად ქცეული კი დამატებითი რეცეპტორების წარმოქმნას განაპირობებს, რაც იწვევს კიდეც ადამიანის ორგანიზმში ალკოჰოლის გაძლიერებულ მოთხოვნილებას და მიღებული ულუფის გაზრდას.
ახალი საშუალება არ იწვევს დამატებითი რეცეპტორების წარმოქმნას, მეტიც, ამცირებს “შეძენილ ზედმეტებსაც” კი. პრეპარატი უკვე მოიწონეს ნარკოლოგებმა. როგორც ისინი აღნიშნავენ, პრეპარატის მიმღებ პაციენტებთან რამდენადმე შემცირდა დამოკიდებულება.
თუმცა, საკუთრივ მკვლევარებს არ მიაჩნიათ, რომ ალკოჰოლიზმისაგან თავის დასაღწევად პანაცეა შექმნეს. ისინი ახალ პრეპარატს მხოლოდ დამხმარე საშუალებას უწოდებენ, რადგან ალკოჰოლიზმის მკურნალობა უპირველესად ადამიანის ნებისყოფასა და სურვილზეა დამოკიდებული.