ლარისა თირქია სამკურნალო მცენარეებზე–მოცვი


  • შოთა მესხიას ზუგდიდის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ლარისა თირქია, ზუგდიდელებს, ამჯერად, სამკურნალო მცენარეებს გააცნობს.

დღეს თქვენ გაიგებთ, რომ ლურჯი მოცვი მრავალწლოვანი კენკროვანი კულტურაა, რომელიც 50 წელზე მეტ ხანს ცოცხლობს და ასევე მისი სწორი გამოყენება აფერხებს სიბერის პროცესს.

მოცვი (Vaccinium)-მცენარეთა გვარია მანანისებრთა ოჯახიდან. მარადმწვანე ნახევრად ბუჩქი, ან ბუჩქია, მისი ასამდე სახეობა არსებობს. ყველაზე მეტად ცნობილია გარეული მოცვი, ანუ დაბალი მოცვი, რომლის მეცნიერული სახელწოდებაა Vaccinium angustifolium და მაღალბუჩქოვანი ლურჯი მოცვი ე, წ Vaccinium corymbosum. საქართველოში გავრცელებულია მისი 4 სახეობა: მთის მოცვი(( Vaccinium myrtilus), წითელი მოცვი( Vaccinium vitis-idea), ლურჯი მოცვი( Vaccinium uliginosum) და კავკასიური მოცვი ( Vaccinium arctostaphylos)
ლურჯი მოცვი (ლათ.Vaccinium uliginosum ) — ფოთოლმცვენი კენკროვანი კულტურაა,სიმაღლე 30 სმ-იდან 1 მ-მდეა.
გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ცივ და ზომიერ სარტყლებში, ტუნდრაში, ტყის ზონასა და მთათა ზედა ზონაში, ხშირად ჭაობებში. გვხვდება ევრაზიასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, მათ შორის კავკასიაში. ყვავილები თეთრი ან მოვარდისფროა. კენკრა ლურჯია,
2006 წელს ლურჯი მოცვის ნერგები აშშ-დან ჩამოიტანეს და საცდელი მიზნით პირველად დარგეს იმერეთში, 2007-2008 წლებში, მოცვის ნერგები გაშენდა იმერეთში, გურიასა და სამეგრელოში.
ლურჯი მოცვი ლურჯი ფერის მრგვალ ნაყოფს ისხამს. ყინვაგამძლეა, უძლებს -20 გრადუს ყინვასაც. ვერ იტანს გვალვას. აუცილებელია მისი მორწყვა. დაავადებების მიმართ მაღალი მდგრადობით ხასიათდება. შეიცავს C ვიტამინს და მთრიმლავ ნივთიერებებს. აქვს ანტიოქსიდური თვისებები. ფართოდ გამოიყენება კულინარიასა და ხალხურ მედიცინაში. მაღალი კვებითი და დიეტური თვისებების გამო ის ფართოდ გავრცელდა მსოფლიოში და მომხმარებელთა დიდ ყურადღებას იმსახურებს. კენკრის ორიგინალური, მომჟავო–მოტკბო გემო მის პოპულარობას კიდევ უფრო ზრდის. მას ხმარობენ როგორც ნედლი, ისე ჩირის სახით.
გამოკვლევებმა უჩვენეს, რომ ლურჯი მოიცვის ნაყოფი და ფოთლები ხელს უწყობენ სისხლში შაქრის დონის დაკლებას. გახეხილი ნაყოფი და წვენი სასარგებლოა ენტეროკოლიტების, ცისტიტების, გასტრიტებისა და დაბალი მჟავიანობისას.
გარდა გენეტიკური ფაქტორებისა,რასაც აშკარაა, რომ წინ ვერ აღვუდგებით. უნდა განვიხილოთ თავისუფალი რადიკალის ნეგატიური გავლენა ორგანიზმზე, როგორც სიბერის ხელშემწყობ ძირითად ფაქტორზე. ამ შემთხვევაში, მოცვი, ჩვენთვის, იმედის სხივია, რათა რაც შეიძლება დიდხანს დავრჩეთ ახალგაზრდა და მომხიბვლელი-ეს სუპერსაკვები ანტიოქსიდანტების რაოდენობით პირველ ადგილს იკავებს. ეს ძირითადად ლურჯი ფერის პიგმენტ ანტოციანინის წყალობით ხდება, რომელიც გარდა მაღალი ანტიოქსიდანტური თვისებისა, იცავს მხედველობის ნერვს დეგენერაციული პროცესებისაგან. ვიტამინის C სიუხვე, კიდევ ერთი მტკიცებულებაა მოცვის სიბერის საწინააღმდეგო თვისების ეფექტურობისა- ხელს უშლის თმის ცვენას, ნაოჭების, ასაკობრივი ლაქების, კატარაქტის, დემენციისა და ალცჰეიმერის დაავადების განვითარებას, კურნავს საშარდე გზების ინფექციებს, საშარდე გზების კედლებზე ისეთი ბაქტერიების ფორმირება, როგორიცაა E-coli, იწვევს სხვადასხვა სახის ინფექციებს, რის შედეგადაც იწყება ანთებითი პროცესები, ტკივილისა და წვის შეგრძნება შარდის გამოყოფის დროს და სხვა გართულებები, ასეთ შემთხვევაში მოცვის მიღება აფერხებს ანთების გამომწვევი ბაქტერიების ზრდას. ის ასუფთავებს საშარდე გზების კედლებს ბაქტერიებისაგან და ხელს უშლის ინფექციის განვითარებას.
ასევე შეუძლია მხედველობასთან დაკავშირებული პრობლემების გადაჭრა. თუ რეგულარულად იღებთ ლურჯი მოცვს, მოწიფულ ასაკში აღარ დაგჭირდებათ სათვალე, კონტაქტური ლინზები, თვალის წვეთები, მედიკამენტები. ამ მცენარეს შეუძლია ხელი შეუშალოს და შეაყოვნოს ასაკთან კავშირში მყოფი ისეთი დაავადებები, როგორიცაა მაკულარული დეგენერაცია, კატარაქტა, მიოპია, ჰიპერმგრძნობელობა, თვალის სიმშრალე და ინფექციები, რომელიც განსაკუთრებით თვალის ბადურასთან არის კავშირში.
მოცვის ანტიოქსიდანტური თვისებები აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. ამ შემთხვევაშიც კვლავ დიდი როლს თამაშობს. ანტოციანინი, სელენი, ვიტამინი B კომპლექსი, ვიტამინები A, C, E, თუთია, ნატრიუმი, კალიუმი, სპილენძი, მაგნიუმი, ფოსფორი, მანგანუმი, რომელიც ხელს უშლის და კურნავს ნერვულ დარღვევებს ნეირონების დეგენერაციის და სიკვდილის პრევენციის წყალობით. ლურჯ მოცვს უნარი აქვს უმკურნალოს დაზიანებულ ტვინის უჯრედებს და შეგინარჩუნოთ კარგი მეხსიერება ხანდაზმულ ასაკშიც. ორ მუჭა მოცვში შემავალი ბოჭკოვანა ხელს უშლის ყაბზობის განვითარებას, ვიტამინები, ნატრიუმი, სპილენზი, ფრუქტოზა და მჟავები აუმჯობესებს საჭმლის მონელებას კუჭის წვენის სტიმულირების ხარჯზე, რათა საკვებმა შეუფერხებლად და უსაფრთხოდ იმოძრაოს კუჭ-ნაწლავის სისტემაში.
ლურჯი მოცვი, ხელს უშლის სიმსივნის განვითარებას, რადგან შეიცავს ისეთ ნაერთებს, როგორიცაა პტეროსტილბენი (ბრწყინვალე საშუალება მსხვილი ნაწლავისა და ღვიძლის კიბოს წინააღმდეგ) და ელაგინის მჟავა, რომელიც ჰარმონიულად ანტოციანინთან და სხვა ანტიოქსიდანტებთან ერთად ხელს უშლის სიმსივნური უჯრედების განვითარებას და ორგანიზმს სერიოზულ დახმარებას უწევს მასთან ბრძოლაში, კურნავს გულის დაავადებებს. ბოჭკოვანას მაღალი შემცველობა, ანტიოქსიდანტების ბრწყინვალე ნაკრები და უნარი დაშალოს “ცუდი ქოლესტერინი”-ამის გამო ლურჯი მოცვი იდეალურ საშუალებად მიიჩნევა გულის დაავადებების მკურნალობის პროცესში, ამასთან აძლიერებს გულის კუნთებს.
ლურჯი მოცვის ნაყოფი შეიცავს შაქარს (ფრუქტოზა, ლაქტოზა), აქტიურ ნივთიერებებს (კატეხინები და ანტოციანები) კაროტინებს, პექტინებს, სათრიმლავ ნივთიერებებს, ვაშლის, ლიმონის, რძის მჟავებს. ფოთლები შეიცავენ 7-20% სათრიმლავ ნივთიერებებს, ჰიდროქინონს, ფლავონოიდებს, ასკორბინის მჟავას, არბუთინს და სხვ.
ნაყოფი ეფექტურია კუჭ-ნაწლავის დავადებების, ჰიპოქრომული ანემიის, საჭმლის მონელების მწვავე ქრონიკული დარღვევების დროს, ფაღარათიანობის, გაძლიერებული ჭიებისა და დუღილის პროცესებთან დაკავშირებული დისპეპსიის დროს. ენტეროკოლიტების, კუჭისა და 12-გოჯა ნაწლავის წყლულოვანი დაავადებების, გასტროდუოდენიტების შემთხვევაში.

  • ლურჯი მოცვის ნაყოფის ნაყენის მოსამზადებლად 1-2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, გააჩერეთ 4-5 სთ, დალიეთ 1/4 ჭიქა 5-6-ჯერ დღეში. ნახარშის მოსამზადებლად 1 სუფრის კოვზ ნაყოფს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ მანამდე, სანამ 1 ჭიქა არ დარჩება. გადაწურეთ და მიიღეთ თბილი 1/4 ჭიქა 4-ჯერ დღეში ჭამის წინ.

 

  • კუჭის აშლილობის დროს, 2 ჩაის კოვზ ნაყოფს დაასხით 300 მლ ცივი წყალი, გააჩერეთ 8 საათი, შემდეგ გადაწურეთ და მიიღეთ ერთი დღე-ღამის განმავლობაში. ამ დროს რამდენიმე ცალ ნედლ მოცვს კარგად ღეჭავენ და გარკვეული დროის შემდეგ პატარა ინტერვალებითაც ყლაპავენ.

 

  • კუჭის ტკივილის დროს, მოცვის სპირტიანი ნაყენის 10-12 წვეთს ასხამენ შაქრის ნატეხს. სპირტიანი ნაყენის მოსამზადებლად 8 სუფრის კოვზი ნაყოფი მოათავსეთ შუშის ქილაში, დაასხით არაყი და რამდენიმე თვე გააჩერეთ. ქრონიკული რევმატიზმის დროს სვამენ ნახარშს. 40 გრ ნაყოფს ხარშავენ 200 მლ წყალში 20 წუთი, სვამენ 5-6 სუფრის კოვზს დღეში ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

 

  • მოცვის წვენი გამოსავლებად გამოიყენება ბავშვებში საყლაპავისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადებების შემთხვევაში. ფოთლების გამონახარშები და ნაყენი იხმარება შაქრიანი დიაბეტის მსუბუქი ფორმების დროს. ასეთ შემთხვევაში ნაყენს შემდეგნაირად ამზადებენ: 3 სუფრს კოვზ დაქუცმაცებულ ფოთოლს ათავსებენ მომინანქრებულ ჭურჭელში, ასხამენ 3 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალს, ათავსებენ მდუღარე წყლის აბაზანაში 15 წთ-ის განმავლობაში, შემდეგ აცივებენ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთი. სვამენ ამ რაოდენობას ერთი დღის განმავლობაში თითო ჭიქას 3-ჯერ დღეში.

 

  • სტომატიტის (პირის ღრუს ლორწოვანი გარსის ანთების) დროს სავლებად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ნაყოფის ნაყენი, ისე ახალგამოწურული წვენი.მოცვის ნაყოფი მომჟავო ტკბილია. იჭმევა ნედლად. ასევე. მისგან ამზადებენ მოცვის კისელს და ჯემს.
    გაფრთხილება: ლურჯი მოცვის მიღება არ არის რეკომენდირებული მათთვის, ვისაც კუჭქვეშა ჯირკვალთან და თორმეტგოჯა ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები აქვს.

 


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!