კობა ქანთარია მუშებს დაშვებულ შეცდომებზე მიანიშნებს


დღეს, ქვაფენილებზე და ტროტუარებზე მომუშავე მუშებს  საკრებულოს დეპუტატ ანა წითლიძესთან  ერთად  შეხვდა  მხარის გუბერნატორი ლევან შონია, მოადგილე  კობა ქანთარია და ქალაქ ზუგდიდის მერი ირაკლი გოგოხია. შეხვედრა მედიისთვის დახურული იყო. შეხვედრის დასრულების შემდეგ კომენტარი მედიისთვის გააკეთა კობა ქანთარიამ. 

მისი ინფორმაციით, საქმეს მიეცემა სამართალებრივი მსვლელობა „ჩვენც ვწუხვართ შექმნილი მდგომარეობის გამო, ვინაიდან ეს ხალხი დარჩა მოტყუებული, თუმცა  ნაწილობრივ ამათი   ბრალიც არის, რადგან სამართლებრივი ხელშკრულება არ ქონდათ გაფორმებული თავიანთი თავი რომ დაეცვათ.“

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=PWq86gFmL98[/embedyt]

შეხვედრაზე იმყოფებოდა შ.პ.ს „გზამგების“ წარმომადგენელი ვასილ კვერნაძე. მისი თქმით, ჩვენმა კომპანიამ  მოიგო აღნიშნული ტენდერი, მაგრამ, ფაქტიურად,  სამუშაო შეასრულა ქვეკონტრაქტორმა კომპანიამ „ამი-2014“,  რომელმაც მთელი ოთხი თვის განმავლობაში იმუშავა აღნიშნულ პროექტზე,  „ჩვენგან ამ კომპანიას სამუშაოების შესასრულებლად მიღებული აქვს  თანხა.  აქედან გამომდინარე,  ამ კომპანიას უნდა  უზრუნველეყო  მის მიერ დაქირავებული  მუშებისათვის ხელფასის გადარიცხვა“.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=4oaAjWiopgY[/embedyt]

საკრებულოს დეპუტატმა ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან ანი წითლიძემ განაცხადა: „დაწყება გამოძიება კონკრეტულ საკითხთან დაკავშირებით და უახლოეს თვეებში დადგინდება  თუ რა მოიხდა სინამდვილეში და ყველას მოუწევს კითხვებზე პასუხის გაცემა.

“[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=g0N7WbYCnjk[/embedyt]

მუშები ამბობენ, რომ ყურადღებით დააკვირდებიან მოვლენების განვითარებას და ამ ეტაპზე აქციებს წყვეტენ.

[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=mC_C1tpoojg[/embedyt]

პარასკევს, ქალაქ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის წინ ქვაფენილებზე და ტროტუარებზე მომუშავე მუშებმა საპროტესტოა ქცია განაახლეს. მუშები ითხოვენ,  შესრულებული სამუშაოებისთვის  კუთვნილი თანხის მიღებას. მათ პრეტენზიები აქვთ  ქუთაისურ კომპანია „ამისთან’’.


ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!