კორცხელში, დღეს, საქართველო ისევ გაილახა!


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში დღეს შუალედური არჩევნები მიმდინარეობს. როგორც საინფორმაციო საშუალებები იუწყებიან, 53-ე საარჩევნო უბანთან „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. ეგრეთწოდებული სპორტსმენები, მოჭიდავეები ჟურნალისტებსაც დაემუქრნენ. სამწუხაროდ, პოლიციელებმა წესრიგის უზურუნველყოფა ვერ შეძლეს.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კორცხელში რეგისტრირებული მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატები არიან: თეონა ქარდავა-„თავისუფალი საქართველო“, ვარადებულ ლაშხია,-„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა”, ამირან ლაგვილავა – „ქართული ოცნება“ .

2015 წლის 6 ნოემბერს საკრებულომ ხმათა უმრავლესობით კორცხელის მაჟორიტარ დეპუტატს (“თავისუფალი დემოკრატები”) ცოტნე მურღულიას უფლებამოსილება შეუწყვიტა.

გთავაზობთ ფოტორეპორტაჟს კორცხელიდან, რომელიც საინფორმაციო პორტალმა www.livepress.ge გამოაქვეყნა

 http://www.livepress.ge/ka/akhali-ambebi/article/14771-korckhelissaarchevnoubanthannacionalurimodzraobistsevrebsscemeshoto.html