ზუგდიდის ინფექციური საავადმყოფოს პრესსამსახურის ინფორმაციით, ინფექციური საავადმყოფოს ლაბორატორიაში გამოკვლეულ ორ პაციენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
“ორივე მათგანი ბავშვია თეთრიწყაროს კლასტერია. ანაკლიის საკარანტინო სივრცეში იმყოფებოდნენ”-ნათქვამია მედიისთვის გავრცელებულ ინფორმაციაში.
პრესამსახურის ცნობითვე, კორონავირუსი არ დაუდასტურდა ბავშვების დედას. სულ გამოკვლეული იყო 86 პირი.