- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორის მარინა ეზუგბაიას განცხადებით, კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევიდან 144 ბათუმში დაფიქსირდა.
“დაგვემატა 196 შემთხვევა და გვაქვს 2758 დადასტურებული შემთხვევა. 196-დან აჭარა-ბათუმში არის – 144, ქობულეთში – 1 შემთხვევა, თბილისში – 29 დადასტურებული შემთხვევა, იმერეთი-ქუთაისი არის – 7 შემთხვევა, საჩხერე -1, შიდა ქართლი-გორი – 4 შემთხვევა, ქვემო-ქართლი-გარდაბანი – 3, გურია-ოზურგეთი – 4 , ზემო სვანეთი-სამეგრელო-ზუგდიდი – 2, ფოთი – 1, მცხეთა- 1 შემთხვევა“, – განაცხადა მარინა ეზუგბაიამ.