- თბილისის ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, საქართველოში გამოვლენილი კორონავირუსის 478 ახალი შემთხვევიდან 196 აჭარას, 178 თბილისს, 65 კი იმერეთს უკავშირდება.
“ყველაზე მეტი ახალი შემთხვევა გახლავთ აჭარაში -196 შემთხვევა, თბილისში -178, იმერეთში – 65, სამეგრელო-ზემო სვანეთში -13, ქვემო ქართლში -15, შიდა ქართლში – ექვსი, გურიაში – ერთი, მცხეთა მთიანეთში – ოთხი”, – განაცხადა ენდელაძემ.
მარინა ენდელაძის განმარტებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმეა და მართვით სუნთქვაზე იმყოფება 50 პაციენტი, მათგან 8 აფახაზეთის ოკუპირებული ტერიტორიიდან არის გადმოყვანილი.