კონსტანტინე კაკავამ „სუფთა რეგიონი 2020“ ნომინაციაში გამარჯვებულებს ჯილდოები გადასცა


  • გარემოს დაცვის მსოფლიო დღესთან დაკავშირებით ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის ორგანიზებით, კონკურსი „სუფთა რეგიონი 2020“ ნომინაციაში გამარჯვებულთა დაჯილდოება გაიმართა.

 სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულ მონაწილეებს, დღეს „სუფთა რეგიონი 2020“ ჯილდოები, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოვალეობის შემსრულებელმა კონსტანტინე კაკავამ გადასცა. 

მიმდინარე წელს, „სუფთა მუნიციპალიტეტი 2020“ ტიტულის მფლობელი ზუგდიდის მუნიციპალიტეტია.

 სუფთა სოფელი 2020“ – ზედაეწერი (ზუგდიდის მუნიციპალიტეტი),„ლამაზი აივანი 2020“ – რუსუდან ხარგელია (ზუგდიდი),„სუფთა/ლამაზი ქუჩა 2020“ – გამსახურდიას გამზირი (ზუგდიდი), ნარჩენების მართვის სისტემის გაუმჯობესებაში შეტანილი წვლილისთვის სიგელი გადაეცა  – სოფელ  ხურჩას.

დღესვე მერის მოვალეობის შემსრულებელმა, კონსტანტინე კაკავამ, მუნიციპალიტეტის ეკოლოგიაზე მრავალწლიანი მზრუნეველობისა და წარმატებული მენეჯმენტისთვის, ააიპ „ზუგდიდდასუფთავების“ ცენტრის დირექტორს, ნუგზარ მოლაშხიას მადლობის სიგელი გადასცა. ასევე მადლობის სიგელი გადაეცა, ორ მეეზოვე ქალბატონს და ბრიგადირებს ხურჩისა და ზედაეწერის ადმინისტრაციულ ერთეულებში. 

საქართველოს მწვანეთა მოძრაობა/დედამიწის მეგობრები-საქართველოს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და თბილისის საკრებულოს მხარდაჭერით, ქ. თბილისის საკრებულოს შენობაში, კონკურსის „სუფთა რეგიონი 2020“ გამარჯვებულების დაჯილდეობის ღონისძიება მიმდინარე წლის 14 აპრილს გაიმართა. აღნიშნული კონკურსი გასულ წლის 5 ივნისს გამოცხადდა და მისი მიზანი იყო ქვეყნის მასშტაბით ყველაზე „სუფთა რეგიონი“, „სუფთა მუნიციპალიტეტი“, „სუფთა ქალაქი/დაბა“, „სუფთა სოფლი/თემი“, „სუფთა ქუჩა“, „სუფთა საწარმოს ქუჩა“, „ლამაზი ეზო“ და „ლამაზი აივანი“ გამოვლენა.

იდეა კონკურსის შესახებ პირველად 2015 წელს გაჩნდა „დავასუფთაოთ საქართველო“ კამპანიის ფარგლებში და მას შემდეგ ყოველწლიურად ტარდება.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!