- ახალკახათის სასოფლო ბიბლიოთეკა-ფილიალში ქალთა ჯგუფ “ედელვაისის” ინიციატივითა და ფონდი “ტასოს” დახმარებით გაიხსნა კომპიუტერული ლაბორატორია.
თემის ახალგაზრდობას, ნებისმიერ დაინტერესებულ სოფლის მოსახლეს შეუძლია მიიღოს სათანადო ცოდნა-განათლება საოფისე და სხვა კომპიტერულ პროგრამებში.
პროექტის ფარგლებში, ბიბლიოთეკაში არსებული კომპიუტერული ლაბორატორიისათვის შეძენილ იქნა, ახალი წიგნები, 3 ნოუთბუქი, 1 პრინტერ-კომბაინი, 3 მაგიდა, 10 სკამი და 1 წიგნების თარო.
პრეზენტაციის ფონზე კომპიუტერული ლაბორატორიის სამომავლო გეგმებსა და მის ამოცანებზე ისაუბრეს: ეკატერინე კეიდიამ (სათემო მოხალისე) და ირაკლი ჯიქიამ (ახალკახათის ადმინისტრაციული ერთეულის სპეციალისტი).
ახალგაზრდებს ლაბორატორიის გახსნა მიულოცეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ კონსტანტინე კაკავამ, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბიბლიოთეკების მართვის ცენტრის დირექტორმა მადონა მაქაცარიამ.
ბიბლიოთეკისთვის შეძენილი წიგნების შესახებ ისაუბრა მარინა თაბუკაშვილმა (ფონდი ტასოს დირექტორი).
ამ მნიშვნელოვანი შენაძენის გამო მადლიერება გამოითქვა ადგილობრივი თემის ხელისუფლების წარმომადგენლებისაგან და ასევე მოსახლეობისაგან.