აფერხებს თუ არა პირბადე ვირუსის გავრცელებას


  • ზამ­თა­რი ვირუ­სუ­ლი ინ­ფექ­ცი­ე­ბის გავ­რცე­ლე­ბის პე­რი­ო­დია და მათ­გან და­სა­ცა­ვად ბევრ ქვე­ყა­ნა­ში სა­მე­დი­ცი­ნო პირ­ბა­დეს ატა­რე­ბენ. ამ ეტაპ­ზე ასე­თი პირ­ბა­დე გან­სა­კუთ­რე­ბით პო­პუ­ლა­რუ­ლია ჩი­ნეთ­ში, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ახალ ე.წ. კო­რო­ნა ვირუსს ებ­რძვი­ან, თუმ­ცა გარ­და ამი­სა, ჩი­ნე­ლე­ბი მათ და­ბინ­ძუ­რე­ბუ­ლი ჰა­ე­რის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვა­დაც იყე­ნე­ბენ.

ვირუ­სო­ლო­გე­ბი სკეპ­ტი­კუ­რად უყუ­რე­ბენ ჰა­ერ­წვე­თო­ვა­ნი ვირუ­სე­ბის წი­ნა­აღ­მდეგ ნიღ­ბე­ბის ეფექ­ტუ­რო­ბას, თუმ­ცა არ­სე­ბობს სა­ფუძ­ვე­ლი და მტკი­ცე­ბუ­ლე­ბე­ბი, რომ ისი­ნი ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის გავ­რცე­ლე­ბის რისკს ამ­ცი­რე­ბენ.

სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი პირ­ვე­ლად სა­ა­ვად­მყო­ფო­ებ­ში მე-18 სა­უ­კუ­ნის მი­წუ­რულს გა­მოჩ­ნდა, მაგ­რამ მა­შინ მათ არ იყე­ნებ­დნენ სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში, სა­ნამ 1919 წელს მსოფ­ლი­ო­ში ეს­პა­ნუ­რი გრი­პის ვირუს­მა არ იფეთ­ქა, რო­მელ­საც რო­გორც BBC წერს, და­ახ­ლო­ე­ბით 50 მი­ლი­ო­ნი ადა­მი­ა­ნი ემსხვერ­პლა.

ლონ­დო­ნის St George’s- ის უნი­ვერ­სი­ტე­ტის პრო­ფე­სო­რი, ექი­მი დე­ვიდ ქე­რინგტო­ნი BBC-სთან ამ­ბობს, რომ ჩვე­უ­ლებ­რი­ვი სა­მე­დი­ცი­ნო ნიღ­ბე­ბი სა­ჯა­რო სივ­რცე­ებ­ში ჰა­ე­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბი­სა და ბაქ­ტე­რი­ე­ბის­გან დამ­ცა­ვი ეფექ­ტუ­რი სა­შუ­ა­ლე­ბა არ არის, რად­გა­ნაც მას არ აქვს დამ­ცა­ვი ფილტრი და ასე­ვე, თვა­ლე­ბი მა­ინც და­უც­ვე­ლი რჩე­ბა. ვირუ­სე­ბის უმე­ტე­სო­ბა კი, სწო­რედ ჰა­ე­რით ვრცელ­დე­ბა. “მაგ­რამ ამ ნიღ­ბებს შე­უძ­ლი­ათ მცი­რე­დით შე­ამ­ცი­რონ ვირუ­სის გა­და­დე­ბის რის­კი, თუ აღ­მოჩ­ნდე­ბით ვირუ­სი­ა­ნი ადა­მი­ა­ნე­ბის გა­რე­მოც­ვა­ში. ასე­ვე ის და­გი­ცავთ ხე­ლი­დან პი­რით გა­დამ­დე­ბი ვირუ­სე­ბის­გან”, – ამ­ბობს ექი­მი.

ბრი­ტა­ნე­ლი მე­დი­კო­სე­ბი ვირუ­სე­ბის­გან თა­ვის და­სა­ცა­ვად სამ მთა­ვარ მე­თოდს გა­მო­ყო­ფენ:

1. და­ი­ბა­ნეთ ხე­ლე­ბი რე­გუ­ლა­რუ­ლად თბი­ლი წყლი­თა და საპ­ნით.

2. თავი აა­რი­დეთ თვა­ლებ­სა და ცხვირ­ზე ხე­ლით შე­ხე­ბას.

3. და­ი­ცა­ვით ჯან­სა­ღი ცხოვ­რე­ბის წე­სე­ბი.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 14 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!