კომბინატში ვინარი ცირამუასა და მამული ქარდავას საცხოვრებელ ბინაში, ფანჯრის მინაზე, ღვთისმშობელი გამოისახა მაცხოვრით ხელში. შემთხვევა დღეს, დღის საათებში მოხდა. ოჯახის დიასახლისმა აღნიშნული ფაქტის შესახებ მეზობლებისგან გაიგო.
[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=aAK6kzkZQ6o[/embedyt]მისი თქმით, შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მამა გიორგი ქავთარაძე, რომელმაც დიასახლისს განუმარტა, რომ ფანჯარას ჩამოხსნიდა და ეკლესიაში წაიღებდა. ღვთისმშობლის ხატის სანახავად, ამ წუთებშიც, უამრავი ადამიანია შეკრებილი და სანთლებს უნთებენ.[embedyt] http://www.youtube.com/watch?v=z0IIuDvOjss[/embedyt]
მამული ქარდავამ კომენტარისგან თავი შეიკავა. პირად საუბარში აღნიშნა, რომ აღნიშნული ფაქტის შესახებ მანაც მეზობლებისგან გაიგო. ‘