- დღეს, 18 ნოემბერს, №22 კოკი–ხურჩის მიმართულებით მოძრავ მუნიციპალურ ავტობუსს ტექნიკური პრობლემა შეექმნა, რის გამოც 11:00 საათის რეისი ვერ შესრულდა.
ზუგდიდის მუნიციპალური ტრანსპორტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, აღნიშნული მარშრუტით მგზავრთა გადაყვანა 14:30 საათიდან განახლდება.
დამატებითი ინფორმაციის მისაღებად მოქალაქეებს შეუძლიათ დაუკავშირდნენ მუნიციპალური ტრანსპორტის ცხელ ხაზს ნომერზე: 577 01 22 22.
