კიდევ ერთი ფრაქცია ქალაქის საკრებულოში


ქალაქის საკრებულოს სხდომაზე ახალი ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელები” დარეგისტრირდა. მას დეპუტატი ნიკოლოზ ზარქუა უხელმძღვანელებს. ახლადშექმნილი ფრაქციის გარდა საკრებულოში ფუნქციონირებს კიდევ სამი ფრაქცია – “თავისუფალი დემოკრატები – კონსერვატორები”, “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” და “ქართული ოცნება”. რადგან “ქართული ოცნება” საკრებულოში უკვე სამი ფრაქციითაა წარმოდგენილი, დეპუტატმა ნაციონალური მოძრაობიდან ანა წითლიძემ კოლეგებს ნახევრადხუმრობით ურჩია, როცა ფრაქციებს ერთი მიზანი და ამოცანა გაქვთ, იქნებ ერთ ფრაქციაში გაერთიანებულიყავით და ამით ბიუჯეტი დაგეზოგათო.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.