კელი დეგნანი – აშშ თვლის, რომ ბელარუსში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა


  • საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩის კელი დეგნანის განცხადებით, აშშ თვლის, რომ ბელარუსში სამართლიანი არჩევნები არ ჩატარდა.

„ამერიკის შეერთებული შტატები თვლის, რომ ბელარუსში არ ჩატარდა თავისუფალი და სამართლიანი არჩევნები და მოვუწოდებთ ბელარუსის ხელისუფლებას, რომ მშვიდობიან დემონსტრანტებს მისცენ საშუალება გამოხატონ საკუთარი პროტესტი“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

მისივე თქმით, ამერიკის შეერთებული შტატები მხარს უჭერს ბელარუსის სუვერენიტეტს.

„ამერიკის შეერთებული შტატები, რა თქმა უნდა, მხარს უჭერს ბელარუსიის სუვერენიტეტს და ვთვლით, რომ ხელისუფლება ამომრჩევლებს და მშვიდობიან დემონსტრანტებს პატივისცემით უნდა მოექცეს“, – განაცხადა კელი დეგნანმა.

შეგახსენებთ, რომ 9 აგვისტოს გამართული საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ბელარუსში საპროტესტო აქციები არ წყდება.

წყარო


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 21 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!