კახა მიქაიას უარი ფიქსირებულ ხელფასზე


ზუგდიდის მუნიციპალიტეტის  საკრებულომ შეიმუშავა წესი, რის მიხედვითაც მოხდება საკრებულოს წევრებისათვის ფიქსირებული ხელფასი გაცემა, – 300 ლარს მიიღებენ ის წევრები, ვინც  მონაწილეობს საკრებულოს და კომისიის სხდომებში და შეხვდებიან ამომრჩეველს. საკრებულოში მოქმედებს ჯარიმების წესიც და  საკრებულოსა თუ კომისიის თითოეული გაცდენილი სხდომისთვის, დეპუტატებს 20 ლარი ჩამოეჭრებათ.  ფიქსირებული ანაზღაურების მიღებაზე უარი თქვა საკრებულოს წევრმა კახა მიქაიამ. მან საკრებულოს სხდომაზე განაცხადა, რომ თანხას სოციალურად დაუცელ სამ ოჯახს ჩაურიცხავს.  მიქაიამ უარი თქვა ასევე ბენზინსა და სატელეფონო ხარჯებზე და გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსს ნანი მიქენაიას ოპიციალურად მიმართა, მისთვის გამოყოფილი საწვავისა და სატელეფონო საუბრისთვის გამოყოფილი თანხა სოციალურად დაუცველ გოგოლა მაქაცარიას ჩაურიცხონ.


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო.

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.