- ევროკავშირის ელჩი კარლ ჰარცელი ენგურის გადალახვისას დაღუპულთა ოჯახებს უსამძიმრებს.
“დღეს მდინარე ენგურში ტრაგიკულად დაკარგულ ოთხ სიცოცხლეს ვგლოვობთ და მათ ოჯახებსა და ახლობლებს ვუსამძიმრებთ. ეს ტრაგედია კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, თუ რა შედეგი მოაქვს გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვას და რამდენად აუცილებელია, რომ სასწრაფოდ გაძლიერდეს თანამშრომლობა და კონფლიქტის მოგვარებაზე მიმართული ძალისხმევა.” – ნათქვამია ევროკავშირის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.