“კაზანტიპი”- სოდომ-გომორი”


დეკანოზი მალხაზ ჭანტურია: ვლაქერნის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ეკლესიის მოძღვარი, : _”ჩვენი აზრი, ეკლესიის აზრი, არ იცვლება “კაზანტიპთან” დაკავშირებით. მიუხედავად ეპოქის ცვლილებისა, არ იცვლება ეკლესიის კანონები, დოგმატები,  უზნეობას ეკლესია ვერასდროს ვერ შეეგუება. მითუმეტეს, “კაზანტიპის რესპუბლიკას” დაკანონებული აქვს კონსტიტუციით ყოველგვარი აღვირახსნილობა. სოდომურ-გომორული ცოდვები, ნარკოტიკები. ერთი მხარეა ის, რომ ეს საქართველოსთვის ძალიან საზიანო იქნება, ხალხისათვის ღვთის რისხვას ავტომატურად გამოიწვევს, დაისჯება არამარტო ცოდვილი, არამედ ყველა მონაწილე, მთელი ერი. ამის მწარე გამოცდილება და სტატისტიკა ეკლესიას აქვს წმინდა წერილში. ეს ყველაფერი არის სოდომი და გომორი. როგორ განადგურდა, როგორ ჩაიძირა ეს ქალაქები. ცეცხლის წვიმა მოდიოდა, მათზე მკვდარი ზღვა არის. ეს გარყვნის ჩვენს ერს, ჩვენს ახალგაზრდობას, ხალხმა არ იცის. მათ გონიათ, რომ ეს ქვეყანას განავითარებს, დატოვებს ბიუჯეტში შემოსავალს. ეს არ არის ტურიზმი და ეს არ არის კულტურული ღონისძიება. ისინი უბრალო დამსვენებლები არ არიან, გარყვნილი ხალხია, დატოვებენ ძალიან ცუდ კვალს ჩვენს ქალაქში, ჩვენს ქვეყანაში. ეკლესია ამას არ მიესალმება და მოუწოდებს მთავრობას, მხედრობას, უბრალო ხალხს, რომ თავი შეიკავონ ასეთი გზით მიღებული შემოსავლებისგან, ასეთი სტუმართმოყვარეობისგან. ეს დიდი გამოცდაა ჩვენი ერის, ჩვენი ხალხის. უკანონო გზით შემოსული შემოსავალი არ არის სასარგებლო ადამიანისთვის. ეს მაგონებს “დათა თუთაშხიაში” დურუ ძიგუას დუქანში დატრიალებულ ტრაგედიას. ფულის გულისთვის ადამიანმა ყველაფერი არ უნდა დათმოს. ეკლესიის აზრი ერთმნიშვნელოვანია, ეკლესია გაძლიერებულ წირვა-ლოცვას, პარაკლისებს, ჯვრითმსვლელობებს შეასრულებს და კიდევ ერთხელ ეცდება ყველა გზით, ყველა საშუალებით, თქვენი გაზეთით თუ სხვა საინფორმაციო საშუალებით, ხალხს მიაწოდოს ხმა, რომ ამ უმსგავსოებაში არ მიიღონ მონაწილეობა”


კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ძვირფასო ზუგდიდელებო, ზუგდიდის სტუმრებო და მეგობრებო

ჩვენი ფეისბუქ გვერდი უკვე 19 000 ადამიანმა გამოიწერა. შემოგვიერთდით თქვენც, აქ იდება ყოველდღიური სიახლეები, საინტერესო და საოცარი ამბები. გელოდებით, ჩვენ თქვენი მხარდაჭერა გვჭირდება! მადლობა და შეხვედრამდე!